2025-02-13 16:00:08, 275 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - არანაირი შიდა საქმეებში ჩარევა ეს არ არის
![]() არანაირი შიდა საქმეებში ჩარევა არ არის. ეს არის ის, რასაც 77 დღეა, უწყვეტად ითხოვენ საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში და ამის გამო მოძალადე რეჟიმი ადამიანებს აჯარიმებს, ატყვევებს, სახის ძვლებს უმსხვრევს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტში, „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის სახელით წარდგენილ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია: „ვგმობთ ევროკავშირის ჩარევას შიდა საქმეებში და უარს, აღიაროს არჩევნების ლეგიტიმურობა“. მანჯგალაძის თქმით, დარწმუნებულია, ევროპელი პარტნიორები საბოლოოდ გაიზიარებენ იმ რეზოლუციას, რომელიც გამოხატავს ხალხის სურვილს, დაისაჯოს ყველა მოძალადე, ვინც საკუთარ მოქალაქეებზე ხელი აღმართა. „არანაირი შიდა საქმეებში ჩარევა არ არის. ეს არის ის, რასაც 77 დღეა უწყვეტად საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში ითხოვენ და ამის გამო, მოძალადე რეჟიმი ადამიანებს აჯარიმებს, ატყვევებს, სახის ძვლებს უმსხვრევს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები საბოლოოდ გაიზიარებენ იმ რეზოლუციას, რომელიც გამოხატავს ხალხის სურვილს. ხალხი რას ამბობს – დაისაჯოს ყველა მოძალადე, ვინც საკუთარ მოქალაქეებზე ხელი აღმართა, დასანქცირდნენ ბრძანების გამცემები. ასევე საუბარია იმაზე, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს ყველაფერი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვინც მიიტაცა ძალაუფლება, იცოდეს, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება. საბოლოო ჯამში ვნახავთ, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება რეზოლუციას, რომელიც გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესს – ახალი არჩევნები და ყველა იმ ადამიანის, დასანქცირება, ვინც საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად უპირისპირდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. რაც შეეხება ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“, მანჯგალაძის შეფასებით, ეს რეზოლუცია ზუსტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესს. „უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში მიღებულ თამაშის წესებს თუ არ ვაღიარებთ და სუვერენიტეტად ჩავთვლით საკუთარი მოქალაქეების ცემას, მაშინ ევროპის ნაწილი ვერ გავხდებით. ევროპაში საკუთარ ხალხს უსმენენ და არავინ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ იყენებს ტოტალურ ძალას. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში მიღებული თამაშის წესებს თუ არ ვაღიარებთ და სუვერენიტეტად ჩავთვლით საკუთარი მოქალაქეების ცემას, მაშინ ევროპის ნაწილი ვერ გავხდებით. ევროპაში საკუთარ ხალხს უსმენენ და არავინ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ იყენებს ტოტალურ ძალას. თუ მზისგან შორს დადგები და გაიყინები, ეს მზის ბრალი კი არა, შენი ბრალია. იგივე ხდება ევროპის შემთხვევაშიც. თუ ისე იქცევი, როგორც არ არის დადგენილი და მიღებული დემოკრატიული სტანდარტით, ბუნებრივია, სანქციებს დაგიწესებენ. ეს იმ ხალხის ბრალი კი არაა, ვისაც სცემენ, არამედ, ვინც სცემს. თქვენ გინდათ, მსხვერპლის და მოძალადის პასუხისმგებლობა არიოთ. „ოცნებას“ რომ ვუყუროთ, ისინი ამბობენ, რომ ტრამპმა FARA-ს აღსრულების მექანიზმის გარკვეული ნაწილი შეაჩერა, რადგან ე.წ პარლამენტში აპირებდა „ქართული ოცნება“ კანონის ინიცირებას. მე ასეთ სიგიჟეებზე კომენტარის გაკეთება მიჭირს, რადგან ყველაფერი ფარატინა ქაღალდია, ოღონდ, წულუკიანის საგამოძიებო კომისია არის ყველაზე მაგარი. ეს რეზოლუცია ზუსტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესს, იმ ადამიანების, ვინც წარმოადგენს უმრავლესობას, ყველა მოძალადემ აგოს პასუხი, დაუწესდეს სანქცია და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ხალხი ამბობს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არ ჩატარებულა სამართლიანი არჩევნები, შესაბამისად, არჩევნები თუ არ ჩატარებულა, სალომე ზურაბიშვილიც ლეგიტიმურია. დადგენილი თამაშის წესებია, როცა მოძალადის მხარეს ხარ და საკუთარ მოქალაქეებს სახის ძვლებს უმტვრევ, ბუნებრივია, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
მამუკა ხაზარაძე - ევროპარლამენტმა დღეს ხელისუფლების სრული დელეგიტიმაციის რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტის განცხადება - ევროპარლამენტი არ ცნობს პარტია ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას
ოპოზიციას მანდატები აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შეუწყვიტეს
ჯო უილსონი - მადლობელი ვარ ევროპარლამენტის უკიდურესად ძლიერი რეზოლუციის საქართველოში არსებულ ვითარებაზე
|
რედაქტორის რჩევით
![]() 23 თებერვლამდე რუსეთის სკოლებში ზარი ომის სიმღერებით დაირეკება
![]() გამკაცრებული კანონმდებლობა და დაჯარიმებული დემონსტრანტების უსასრულო სია
ომი უკრაინაში![]() უკრაინაზე დრონებით მასირებული შეტევა იყო
![]() კაია კალასი - უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა, ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო - არ ვცნობთ „ოცნების“ მთავრობას, ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილია
დღის თემა
|