2025-02-13 14:49:54, 299 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაცების“ უკანონოდ დაკავებული და უდანაშაულო პატიმარი რომ ვიყავი, ის კადრები არასდროს “გაუნიუსებიათ“
![]() ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება ხოლმე „ნიუსი“: მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა, მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! სხვათა შორის, მართალი იყო და გამართლდა კიდეც! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წარსულში ის ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო. მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციით, ოპონენტები თავადვე ადასტურებენ, რომ ისე ცხოვრობს და აკეთებს საკუთარ საქმეს, რომ მასზე მეტი „კომპრომატი“ ვერ იპოვეს. ასევე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ „გასაშავებლად“ სხვას რომ შენს თანამოაზრეობას აბრალებ, „თვითლუსტრაციასა და მძიმე კომპლექსებზე მეტყველებს“. „ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე „ნიუსი: მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! (სხვათა შორის მართალი იყო და გამართლდა კიდეც!) ყოველთვის ასე ვიქცეოდი და მომავალში რომ დავუბრუნდე ჩემს ძველ პროფესიას - ჯგუფელს, კურსელს, კლასელს, მეგობარს და ა. შ. ნამდვილად არ ვეტყვი უარს დაცვაზე თუ ეს თავად „ნაცების“ ოდიოზურ, მწამებელ და ქვეყნის მოღალატე ლიდერებს არ შეეხება (თუმცა მათაც აქვთ დაცვის კონსტიტუციური უფლება და მათ დამცველებსაც კი ვერავინ დაამუნათებს ადვოკატობისთვის, ისევე როგორც რომელიმე მათგანის ექიმს, მოძღვარს და ა. შ. ამას ცალკე, არაფაშისტური შეგნება ჭირდება). „ნაცების“ ერთ-ერთი პირველი, უკანონოდ დაკავებული და უდანაშაულო პატიმარი რომ ვიყავი, ის კადრები „რატომღაც“ არასდროს „გაუნიუსებიათ“. გულწრფელად მიხარია, რომ თავადვე მიდასტურებენ - ისე ვცხოვრობ და ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომ ამაზე მეტი „კომპრომატი“ ვერასდროს ვერაფერი მიპოვეს. „ნაცებს“ და განსაკუთრებით „ნაცებთან“ მოღალატეებს წუხელ ძალიან გაუხარიათ სოც. ქსელებში. საკუთარი კომპლექსების მოხსნის და ბინძური შავი პიარის ყველაზე უცნაური ფორმა აქვთ არჩეული - ეგ ჩვენიანი იყოო (მტყუანზე დააგინებ და მთელი ცხოვრება მაგას დაგიტრიალებენ, იგინებაო). ისე, რანაირი გარეწარი, თვითლუსტრირებული და მძიმედ დაკომპლექსებული უნდა იყო ადამიანი, გასაშავებლად სხვას შენი თანამოაზრეობა დააბრალო. ამასობაში ტრამპი და პუტინი მსოფლიოს ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკობენ და ესენი მე დამდევენ, ვის ბიძას და ბიცოლას ვიცავდი ადვოკატობის დროს“, - წერს მამუკა მდინარაძე.
პენტაგონის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტრამპს უკრაინისთვის არ უღალატა
საია - დაწესებულებაში თემურ ქათამაძეს მხოლოდ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგს უტარებენ
ბადრი ჯაფარიძე - ეს არის რეზოლუცია, რომლის მსგავსი სიმწვავის გადაწყვეტილება ჯერ არ გვინახავს
რუსეთი და სუდანი სუდანში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ
|
რედაქტორის რჩევით
![]() 23 თებერვლამდე რუსეთის სკოლებში ზარი ომის სიმღერებით დაირეკება
![]() გამკაცრებული კანონმდებლობა და დაჯარიმებული დემონსტრანტების უსასრულო სია
ომი უკრაინაში![]() უკრაინაზე დრონებით მასირებული შეტევა იყო
![]() კაია კალასი - უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა, ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო - არ ვცნობთ „ოცნების“ მთავრობას, ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილია
დღის თემა
|