|
2025-02-13 10:20:42, 380 ნახვა
პოლიტიკა
საგამოძიებო კომისია, რომლის მიზნად განსაზღვრულია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის საქმიანობის შესწავლა, დღეს პირველ სხდომას გამართავს
„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მიზნად განსაზღვრულია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა, დღეს პირველ სხდომას გამართავს. დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იქნება - სხდომაზე აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანს და კომისიის დებულებას დაამტკიცებენ. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კომისიაში თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია წარადგინა. საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით, კომისიაში იქნებიან „ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ - ილია ინჯია. საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა სულ ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის განკუთვნილია პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრებისათვის. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო კომისია ექვსი თვე იმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)