01:59 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 09:45:59, 367 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინამ ქვეყნის მე-5 პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, მედია წერს, რომ წყარო სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ სანქციები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.

გუშინ, უმაღლეს რადაში სხდომის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ საბჭომ სანქციები დააწესა, თუმცა კონკრეტული გვარები პრეზიდენტმა არ დაასახელა.

"ვიცავთ ჩვენ სახელმწიფოს და აღვადგენთ სამართლიანობას: ყველა, ვინც ანადგურებდა ეროვნულ უსაფრთხოებას და ეხმარებოდა რუსეთს - ყველამ უნდა აგოს პასუხი. მილიარდები, რომლებიც ფაქტობრივად უკრაინის გაყიდვით მოიპოვეს, უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უკრაინის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ - უნდა დაიბლოკოს და დაიხარჯოს ქვეყნის და უკრაინელების თავდაცვაზე. ასეც იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics