06:50 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 13:03:08, 463 ნახვა

სამართალი
საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა შეისწავლოს

საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყებამ უნდა შეისწავლოს რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან.

„შეკრების უფლების დარღვევის მზარდი პრაქტიკის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დაუყოვნებლივ განახორციელოს ინსპექტირება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შეისწავლოს:

წინასწარ განხორციელდა თუ არა მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები;

რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან.

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე “, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics