|
2025-02-08 15:17:01, 771 ნახვა
სამართალი
ვაჟა სირაძე ხალხის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებაში დახმარებას გომელაურს სთხოვს
სირაძემ გომელაურს პატაკი მისწერა, საიდანაც ირკვევა, რომ აბსურდული ჯარიმა სამართალდარღვევის ფაქტზე შესაძლოა 600-მდე მომიტინგეს დაუწერონ. სწორედ ამაში ითხოვს ვაჟა სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დახმარებას. ანტირუსულ აქციებზე პოლიცია უმიზეზოდ იმდენ ადამიანს აკავებს, რომ როგორც ჩანს, ფიზიკურად არ შეუძლიათ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები სასამართლოში მიიტანონ. ეს უკანასკნელი ფაქტია არ არსებობს, ამიტომ რეჟიმი ახლა 360 გრადუსით მბრუნავი კამერების იმედად არის დარჩენილი, რომელიც ქალაქის ლამის ყველა კუთხე-კუნჭულშია დამონტაჟებული. იურისტები ამბობენ, რომ ვაჟა სირაძის მიერ ვახტანგ გომელაურისთვის მსგავსი თხოვნით მიმართვა იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ რეჟიმს გარკვეული პირები, რომელთა წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელებას აპირებს, უკვე ამორჩეული ჰყავს. მათი თქმით, მიზნად აქვთ იმ რაოდენობის ადამიანების დაბარება, ვინც თავისუფლებაზე/რუსთაველზე დგანან და აქამდე კიდევ არ ყოფილან. უწყება და სასამართლო ვერ ახერხებს მტკიცებულებების ჩაბარებას, ამ პიროვნებების ამოცნობას და ვიდეომტკიცებულებების ისე წარდგენას, რომ ისინი მინიმუმ ემთხვეოდეს ერთმანეთს. საქმეში უკვე გამოჩნდა მტკიცებულებები, სადაც ამბობენ, მაგალითად, მოგვეცით 20 თებერვლის 17:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში ვიდეომასალა. ეს იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ობიექტი წინასწარ არის ამორჩეული. ამ უწყებებმა იციან ეს პიროვნებები რა დროს იდგნენ. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს პოლიციის მიერ მიწოდებული ან ისე გაგებული." - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი. დღევანდელი პატაკიდან გამომდინარე ჩანს, რომ შსს-ს იმდენად აღარ აქვს რესურსი, რომ დეპარტამენტებს თხოვენ, ერთმანეთს დაეხმარონ. ყველას არ უნდა, აღნიშნულ საქმეებს ხელი მოკიდონ და უკვე დეპარტამენტებს ითხოვენ, რომ აირჩიონ ის კრიმინალი პოლიციელები, რომლებიც ამ დავალებას შეასრულებენ. ის ნიშნავს იმას, რომ კრიმინალი პოლიციელების ჯგუფი იქმნება, რომლებმაც სამართალდარღვევა უნდა ჩაიდინონ და ოქმები უნდა შეადგინონ", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)