11:39 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 09:01:55, 592 ნახვა

მსოფლიო
ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარადგენენ

აშშ-ის მოკავშირეები ელიან, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ გეგმას მომავალ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაქვეყნებს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ომის დასრულების გეგმას, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი წარადგენს.

Bloomberg-ი წერს, რომ გეგმის მოსალოდნელ ელემენტებს შორისაა კონფლიქტის პოტენციური გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გაურკვევლობაში დატოვება, ამავდროულად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, რათა მოსკოვმა ხელახლა შეტევა ვერ შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics