|
2016-03-07 17:57:04, 833 ნახვა
სამართალი
ანა დოლიძემ 7 სახელმძღვანელო პრინციპი წარადგინა, რომლის მიმართულებითაც სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატმა ანა დოლიძემ 7 სახელმძღვანელო თეზისი, პრინციპი, წარადგინა, რომლის მიმართულებითაც მისი შეფასებით, სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ეს პრინციპებია: „პირველი- ნდობის გაღვივება სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ვხედავთ, რომ სასამართლო ხელისუფლების მიმართ საქართველოს მოსახლეობას ნდობა არ ჰქონია. სასამართლო სისტემის საჯაროობის და ღიაობის უზრუნველყოფა მიმაჩნია ნდობის მიღების გზად. ეს სასამართლო იქნება არა დასჯაზე, არამედ, მორალურ ავტორიტეტზე დაფუძნებული სიტემა. მეორე-კანონიერებისა და სამართლიანობის შეჯერება. მართლმსაჯულების იდეალი ამ ორი ფასეულობის შერწყმაა. მხოლოდ კანონიერებამ, რომელიც სამართლიანობას მოკლებულია, |შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულ და თვითნებურ მმართველობამდე. კანონი, რომელიც სამართლიანობას არ ემსახურება, ემსგავსება იმ ბარს, რომელსაც მიწის დამუშავების, მოსავლის მოყვანის და ხალხის დაპირების მაგივრად, დასარბევად ხმარობენ. მესამე-სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას უნდა ახასიათებდეს. ამაზე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში ბევრია ნათქვამი, რომლის გაზიარებაც მიმდინარეობს და უნდა გაგრძელდეს. მეოთხე-მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა. ამ მხრივ მნიშვენოლოვანი ნაბიჯები გადაიდგა, უახლესი მესამე ტალღის რეფორმა მნიშვნელოვანია. მეხუთე-სასამართლო სისტემის სიჯანსაღე. ეს უკავშირდება მოსამრთლეების მაღალზნეობრივ ავტორიტეტს.მოსამართლის ავტორიტეტი არ არის მათრახი. არ არის ის აღმასრულებელი აპარატი, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას ემსახურება. აქ მყოფ ხალს ბევრს უგემნია, მათ შორის მეც, მანდატურის მუშტი, თუ მუჯლუგუნი, როდესაც ჩვენ ვცდილობდით, სასამართლო შენობაში შეგვეღწია. ეს არ არის ის, რაზეც უნდა იყოს დამყარებული სასამართლოს ავტორიტეტი. ავტორიტეტი უნდა იყოს ზნეობრივი, მორალური და ის უკავშირდება სასამრთლო სისტემის სიჯანსაღეს. მეექვსე-მოსამართლეების კომპეტენტურობა. ჩვენ უნდა ვეძიოთ აქტიურად კომპეტენტური მოსამართლეები, რომლებიც გააჯანსაღებენ სისტემას. მეშვიდე-პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი. როგორც ვაჟა ფშაველა ამბობს, კონფლიქტი ხშირად თითიდან გამოწოვილია, ადამიანები ფიქრობენ, რომ ან პატრიოტი უნდა იყო და ან კოსმოპოლიტი. სინამდვილეში ეს დაპირისპირება ხელოვნურია, შეიძლება ჩვენმა ხელისუფლებამ შექნას ისეთი პრინციპები, რომელიც ორივეს ურთიერთშეთანხმებას ემყარება. ამ პრინციპებით უნდა განვითარდეს პროცესები სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
NYT: OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა აშშ-ის მთავრობის ვებსაიტებს კომპანიას ინფორმირების გარეშე შეუტიეს
ტრამპმა გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის რუკა, რომელსაც „ტრამპის სრუტე“ უწოდა
სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს პუტინის მოწვევა G20-ის სამიტზე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)