08:29 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 14:42:09, 651 ნახვა

სამართალი
დღის განმავლობაში გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა და ხანგრძლივობა - ჩხაიძე

ვივამედის სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, დღის განმავლობაში გადაწყდება, რა ტაქტიკით და ხანგრძლივობით უმკურნალებენ მზია ამაღლობელს. 

"მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, შედეგების ნახვის შემდეგ პაციენტი აგრძელებს მკურნალობას სტაციონარის პირობებში. დღის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგი, თუ საჭირო გახდა, ჩატარდება განმეორებითი ან დამატებითი კვლევები, დღის განმავლობაში გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა და მისი ხანგრძლივობა.

პაციენტი შიმშილობას აგრძელებს, ჩვენს შეთავაზებულ მკურნალობაზე, კერძოდ, ინფუზიურ თერაპიაზე პაციენტმა თანხმობა განაცხადა" - თქვა ჩხაიძემ სატელეფონო საუბარში.

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 25-ე დღეა,  შიმშილობს. ის საჭირო კვლევებისთვის საპატიმროდან კლინიკა ვივამედში გუშინ, 4 თებერვალს გადაიყვანეს.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics