|
2025-02-05 14:12:22, 509 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - გიგი უგულავა ბრალს არ ეთანხმება და ხელი არ მოაწერა
გიგი ბრალის დადგენილებას არ ეთანხმება და მას ხელი არ მოაწერა - გზაზე გადასვლა ქალაქში დასჯადი გახდა - დღეს ეს აღმაშენებლის გამზირია და ხვალ შესაძლოა, რუსთაველის გამზირი გახდეს და ეს იმიტომ, რომ ეს ასე სურს ივანიშვილს,- ამის შესახებ პოლიტიკოს გიგი უგულავას ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ, დიღმის იზოლატორთან, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ 8 პირი სხვებთან ერთად ცდილობდა გზის გადაკეტვას, აქედან გამომდინარე, აბესაძე არ გამორიცხავს იმ მომიტინგეთა რაოდენობა გაიზარდოს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. „ჩაგვბარდა ბრალის დადგენილება. 8 ადამიანს ორი წინადადებით იჭერენ და ორივე ტყუილია. თითქოს ეს რვა ადამიანი სხვებთან ერთად გზის ბლოკირებას ცდილობდა. გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და პოლიციის ძალისხმევით გათავისუფლდა გზის სავალი ნაწილი. ყველა უყურებდა, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა და როცა ცდილობ ასეთი ფაქტი აქციო 8 ადამიანის დაჭერის საფუძვლად, ვეღარ ახერხებ ბრალის დასაბუთებას შინაარსი მისცე და საბოლოოდ, ფორმალობისთვის შედგენილი 2 წინადადება გრჩება. ახლა იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. პროკურორი მიმართავს მოსამართლეს. ველოდებით, რომ ეს დღესვე მოხდება, მაგრამ, როცა ამ დაკავებას სადამსჯელო სახე აქვს და დანარჩენებისთვის შიშის მოტანის მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, მაღალია ალბათობა, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება გამოყენებული, რადგან სასამართლოც ამ ერთიანი ვერტიკალის შემადგენელი რგოლია. გიგი ბრალის დადგენილებას არ ეთანხმება და მას ხელი არ მოაწერა. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და არსებობს ვიდეო, რომ აქციის მონაწილეები გზის ერთი მხარიდან მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდნენ, რაშიც პოლიციას მათთან მოლაპარაკებები ჰქონდა, რომ გზის სრული ბლოკირება არ მომხდარიყო. გზაზე გადასვლა ქალაქში დასჯადი გახდა - დღეს ეს აღმაშენებლის გამზირია და ხვალ შესაძლოა, ეს რუსთაველის გამზირი გახდეს და ა.შ., რადგან ეს ასე სურს ივანიშვილს. მტკიცებულებებს რაც შეეხება, საქმეშია პოლიციელების ჩვენებები და ვიდეომტკიცებულებები, ოღონდ ეს ჩანაწერები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. გადაადგილება თავიდან ბოლომდე შეთანხმებული იყო პოლიციასთან“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება თავდაპირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის წესით ჩადენილი დანაშაულით, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებად გადაუკვალიფიცირდა, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)