17:00 - 05 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 13:51:56, 280 ნახვა

სამართალი
პროკურორი - ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა

პირდაპირ გეტყვით, რომ ამ საქმეში დოკუმენტები ნამდვილად არ არის ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის ძლიერი მხარე, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სასამართლოში გაჟღერებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ამასთან, პროკურორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, ივანიშვილმა კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.

„დღევანდელი ჩვენება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო, რადგან ცალსახად დადასტურდა, როგორც ბიტკოინის მითვისების ნაწილი, ასევე „ფულის გათეთრების“ ნაწილი. ეს ყველაფერი ძალიან დეტალებში იქნა ახსნილი, განმარტებული, მითითებული კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმ გარემოებაზე, რაც თავის მხრივ, დოკუმენტურადაა დადასტურებული.

არც ერთ კითხვაზე თავი არ აურიდებია, არ ვიცი, ამ ფორმით რატომ არის გაჟღერებული. არც ერთი კითხვა არსებით გარემოებაზე მე ნამდვილად არ მომისმენია, ამის შესაძლებლობა თავად ბრალდებულსაც ჰქონდა და მას ნამდვილად არ გაუჟღერებია, აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ძალიან დაზუსტებული პასუხები მიიღო. ბაჩიაშვილმა დასვა რამდენიმე კითხვა, თუმცა, შინაარსი იმ კატეგორიის ან იმ წონის არ იყო, რომ ვინმეს თავი აერიდებინა, ან ა.შ. ყველა კითხვა, რა. დასვა, ჩემი დაკითხვის ფარგლებში პასუხი გაცემული იყო...

ძალიან მეეჭვება, რომ ეს ჩვენება ან რამე დოკუმენტი დაცვამ სათავისოდ გამოიყენოს. ყველა ურთიერთობა დოკუმენტზეა გადატანილი, პირდაპირ გეტყვით, რომ დოკუმენტები ნამდვილად არ არის ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის ძლიერი მხარე ამ საქმეში, რადგან თუ დოკუმენტებს პირდაპირ მივყვებით, იმ კომპანიაში, რომელზეც სესხის გაცემა და ინვესტიციის განხორციელება მოხდა, ტექნიკურად და ინფრასტრუქტურულად, გიორგი ბაჩიაშვილი არც დირექტორი და არც დამფუძნებელი არ იყო. ამიტომ, დოკუმენტები მისი ძლიერი მხარე საერთოდ არ არის ამ სისხლის სამართლის საქმეში. დოკუმენტაცია არსებობს, უფრო მეტიც, არსებობს სახელობითი დოკუმენტაცია, რომელიც ბრალდებულს უკავშირდება“, - განაცხადა სადრაძემ.

პროკურორის თქმით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ საქმეში დაზარალებულის ინვესტიცია იყო ჩადებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილია, ჩვენება დახურულ სხდომაზე მისცა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ის ინვესტორი იყო, საკმარისი უნდა იყოს, სასამართლოსთვის.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბელგიის პოლიცია ბრიუსელში რამდენიმე შეიარაღებულ მამაკაცს ეძებს
„ვივამედი“ კვლევების შემდეგ გადაწყდება, დატოვებს თუ არა მზია ამაღლობელი კლინიკას
ევროპარლამენტარი პეტრას ავსტრევიჩუსი - საქართველომ ცივილიზებული ქვეყნების კლუბი დატოვა
სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics