09:18 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 12:15:27, 597 ნახვა

საზოგადოება
ჯგუფ „დაიტოვეს“ ინფორმაციით, ლევან იოსელიანის სახლთან პოსტერები გააკრეს და დატოვეს წარწერები

„რეჟიმის მცველი“, „რუსის მონა“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, – ამ შინაარსის წარწერები დატოვეს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის სახლთან.

სადარბაზოს შესასვლელთან ასევე გააკერეს სხვადასხვა შინაარსის პოსტერები.

აღნიშნული ინფორმაცია და ფოტოები ჯგუფ „დაიტოვეში“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავად გაავრცელა.

„რუსული რეჟიმის მცველს და ბიძინას პირად მონას, ბატონ ლევანსაც ვესტუმრეთ დღეს. ხალხის ცემა, წამება, უკანონო დაკავება, გატაცება, ძარცვა და სხვა დანაშაულებები თუ  არ არის მისი შესაფასებელი, აი, ეს შეაფასოს ახლა.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ჩვენ ყველასთან მივალთ! ძირს დიქტატურა! ეძღვნება სისტემისდგან რეპრესირებულ ყველა ადამიანს! ბოლომდე“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics