08:38 - 11 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 10:32:32, 378 ნახვა

პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებები განიხილა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.

საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დგას, არიან: - მარიკა არევაძე, ლაშა ბაქრაძე, თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გრიგოლ გეგელია, ანა გოგოლაძე, სოფია გოლეთიანი, ანა დოლიძე, გიორგი ვაშაძე, თენგიზ თევზაძე, ქეთევან თურაზაშვილი, გიორგი იმედაშვილი, გიორგი კირთაძე, ცოტნე კობერიძე, მაია კოპალეიშვილი, თამარ კორძაია, ირაკლი კუპრაძე, თამარ ლალიაშვილი, გიორგი ლემონჯავა, ნანა მალაშხია, ნიკა მელია, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ლევან სამუშია, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი ქავთარაძე, ოქტაი ქაზუმოვი, ბორის ყურუა, ფიქრია ჩიხრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გიგი წერეთელი, ანა წითლიძე, ივანე ჭყონია, ლევან ხაბეიშვილი, მამუკა ხაზარაძე, ეკა ხერხეულიძე, ირაკლი ხვადაგიანი, ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე, გაიოზ ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სოფიო ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენერალურმა შტაბმა აჩვენა, „Storm Shadow“-ის დარტყმები ბრიანსკში მდებარე ქარხანაზე - ვიდეო
უკრაინამ ბრიანსკში, რუსეთში, საწარმოო ობიექტებს დაარტყა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას რეჟიმმა მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების მონახულების უფლება არ მისცა
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო უწყებები - ახალი კანონით ქართული ოცნება შეგნებულად არღვევს EU-სთან ვალდებულებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics