16:56 - 06 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 10:13:01, 299 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთის წინასწარი დასკვნით, აქთაუში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი გარე ობიექტებმა დააზიანა

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ აქთაუში აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ თვითმფრინავი ჰაერში "გარე ობიექტებმა" დააზიანა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავს გამჭოლი დაზიანებები ჰქონდა და ჰორიზონტალური სტაბილიზატორიდან და ჰიდრავლიკური სისტემიდან "გარე ლითონური ობიექტები" ამოიღეს.

"შემორჩენილი ნაწილების პირველადმა შემოწმებამ ფიუზელაჟის, კილის, ჰორიზონტალური სტაბილიზატორის, სიმაღლისა და მიმართულების საჭეთა უკანა ნაწილში სხვადასხვა ზომისა და ფორმის გამჭოლი და არაგამჭოლი დაზიანებები გამოავლინა". - წერია წინასწარ ანგარიშში. 

Reuters-თან საუბრისას აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ანგარიშში ნახსენები გარე დაზიანება რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია, რომელიც ჩამოგდებულ თვითმფრინავში აღმოაჩინეს. მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე ამ ობიექტს ფლობს.

"აზერბაიჯანული მხარე ფლობს Панцирь-С-ის ტიპის რაკეტას, რომელიც თვითმფრინავიდან ამოიღეს და საერთაშორისო ექსპერტიზის შედეგად იდენტიფიცირდა". 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ რუსეთის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების ფიზიკური მტკიცებულებები აქვთ. 

აზერბაიჯანის ტრანპსორტის სამინისტრომ ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თვითმფრინავი სრულად მუშა მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი მწყობრიდან გამოყვანა "გარე ობიექტების" შეჯახებამ გამოიწვია.

წინასწარი ანგარიში გლობალური საავიაციო წესების ფარგლებში მომზადდა და მიზნად მსგავსი შემთხვევების სამომავლო პრევენციას და არა დამნაშავის დადგენას ისახავს. ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული, რამ გამოიწვია "გარე ობიექტების" შეჯახება თვითმფრინავთან და ვინ არის პასუხისმგებელი ავიაკატასტროფაზე.

როგორც ანგარიშში წერია, იმ გამჭოლი დაზიანებების ხასიათისა და წარმომავლობის დასადგენად, რომლებიც გამოიწვია "გარე ობიექტებმა, შესაბამისი გამოძიება და ექსპერტიზა ჩატარდება". გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ ექსპერტები ბორტზე ე.წ. შავი ყუთების გაშიფვრაზეც მუშაობენ. 

53-გვერიდანი დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით დილის 5 საათზე ეკიპაჟის კაბინაში ხმის თვითმწერმა 25 წამის განმავლობაში ორი შეჯახების ხმა აღრიცხა. 2 წუთის შემდეგ პილოტმა ავიადისპეტჩერებს შეატყობინა, რომ, მისი აზრით, თვითმფრინავს ფრინველები დაეჯახნენ, 5 წუთის შემდეგ კი თქვა, რომ თვითმფრინავი კონტროლს კარგავდა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ჟანგბადის ავზი აფეთქდა.

დაზიანების დროს თვითმფრინავი რუსეთში, გროზნოს საჰაერო სივრცეში მდებარეობდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“იფქლის“ საწარმოს, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
დონალდ ტრამპი - ბრძოლის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზას სექტორს აშშ-ს გადასცემს
მამუკა ხაზარაძე - რჩები პარლამენტში?! - ხარ ბიძინას რუსული პროექტი!
იაპონური მედია - საქართველოს პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი, ტოკიოში საქართველოს ელჩს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics