19:01 - 03 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 15:16:46, 285 ნახვა

პოლიტიკა
“ქართული ოცნება“ ჯარიმებს და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადას ზრდის, ამკაცრებს სსკ კოდექსსაც

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რა საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს „ქართული ოცნება“.

როგორც მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.

"ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ოთხი ასეული ადამიანისგან შემდგარი უცხო ძალების ორგანიზებით კარგად გაწვრილი აგენტურული ბირთვი უხეშად არღვევს 4 მილიონი ადამიანის უფლებებს.

სწორედ ამ ანომალიის გამომსასწორებლად ვიწყებთ საკანონმდდბლო ცვლიელებეს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.

დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის რეალიზების პირველ ნაწილს, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და პირობას ვაძლევთ მოსახლეობას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნორმებით.

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები:

1. მესაკუთრის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება, წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის და შეურაცხყოფისთვის, სასამართლო შესასვლელის ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სამოც დღემდე.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება

სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ.

კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისთვის საჯარო მოწოდება, აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებებით, ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით, ეს არის უკვე სასჯელი და არა სახდელი. იზრდება სისხლისამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში - 5 წლიდან 6 წლამდე.

ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობისთვის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში და ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე იქნება შედარებით მკაცრი სანქცია, როგორც დამამძიმებელ გარემოებაზე.

სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც, ახალი ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც, ასევე ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის გამკაცრების მიმართულებით" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, მირიან ბერულავა სასამართლომ გათავისუფლა
შალვა პაპუაშვი - გამაოგნებელი იყო, რომ ჩვენ გუშინვე მოვისმინეთ ბრიუსელელი პოლიტიკოსების განცხადება, რომლებმაც ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდეს
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო კომისია ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, დადგენილებით დაფუძნდება
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics