12:28 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 12:31:59, 545 ნახვა

მსოფლიო
ილონ მასკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც „დაეთანხმა“ მას, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უნდა დაიხუროს.

„ფორბსის“ ცნობით, მასკმა ეს განცხადება გააკეთა „იქსის“ პირდაპირ ეთერში დისკუსიისას, რომელიც მიზნად ისახავდა სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) საქმიანობის განხილვას.

ილონ მასკმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე გადაამოწმა ტრმპთან ეს ინფორმაცია და ჰკითხა – „დარწმუნებული ხართ?“, ხოლო ტრამპმა უპასუხა: დიახ. „ასე რომ, ვხურავთ“.

მასკის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა „პოლიტიკურად მიკერძოებული იყო“.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონლად ტრამპმა USAID-ის ხელმძღვანელობას „რადიკალი შეშლილების ჯგუფი“ უწოდა.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონი ერნსტმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა „იქსზე“ გამართულ განხილვაში, განაცხადა, რომ თუ არსებობს „ნამდვილად კარგი პრო-ამერიკული პროგრამები“, რომლებიც USAID-ის კომპეტენციაში შედის, ისინი უნდა გადავიდეს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში და „უნდა იყოს უზრუნველვყოფილი სათანადო ზედამხედველობა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics