12:27 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-02 15:39:17, 716 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - ნატო-ს წევრი ქვეყნები უნდა მოემზადონ ომისთვის

ნატო-ს წევრი ქვეყნები უნდა მოემზადონ ომისთვის და მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლი შეიძლება შეეცადოს იგივე გააკეთოს, რაც უკრაინაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან მკაფიოდ გეუბნებით: ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ეს არის საუკეთესო გზა მისი თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებმა არ უნდა გამოიჩინონ სისუსტე რუსეთის მიმართ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება რაღაც სცადოს, როგორც უკრაინაში“, - აღნიშნა რუტემ.

ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ საფრთხე მოდის არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ჩინეთიდანაც, რადგან ჩინელებმა უზომოდ გააფართოვეს თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები.

მარკ რუტემმა განაცხადა, რომ გერმანიამ, როგორც ნატო-სა და ევროკავშირის წამყვანმა წევრმა, უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და თანმიმდევრულად განაგრძოს მის მიერ არჩეული გზა როგორც ევროპაში, ისე უკრაინაში.

„გერმანიის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა, რომ ისინი გაცილებით მეტი გააკეთონ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics