|
2025-02-01 17:15:33, 630 ნახვა
სამართალი
ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულდა, თუმცა პოლიცია ამ დრომდე ადგილზე რჩება
ფეისბუქჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ნენსი ვოლანდის სახლში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩხრეკა დაასრულეს, თუმცა მისი დატოვება ამ დრომდე არ სურთ. როგორც ნენსი ვოლანდის ადვოკატი აცხადებს, ჩხრეკის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა ოქმი შეადგინეს და მას ხელი მოაწერეს როგორც ადვოკატმა, ისე ნენსი ვოლანდის დედამ. შესაბამისად, ჩხრეკის ოფიციალური პროცესი დასრულდა და ის პირები, რომლებიც მას ახორციელებდნენ, სახლი რეალურად დატოვეს. თუმცა, ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ ერთ-ერთმა პირმა, რომელიც თავის თავს უწოდებს პოლიციელს, კარის დაკეტვისას ფეხი ჩაუყოლა და უკანონოდ შებრუნდა ნენსის სახლში. უფლებადამცველის განცხადებით, ამ პირს ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, მას არ ჰქონდა კანონიერად უკან შებრუნების უფლება.
ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა ნენსი ვოლანდის დედა, რომელმაც მომხდარის ტელეფონით გადაღება დაიწყო. ადვოკატის თქმით, სწორედ ამ დროს პოლიციამ მას ტელეფონი უკანონოდ ჩამოართვა.
უფლებადამცველის თქმით, ნენსი ვოლანდმა და მისმა ადვოკატმა გამოკითხვაზე ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარი განაცხადეს და განაცხადეს, რომ მხოლოდ სასამართლოს მითითების ან ოფიციალური დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ გამოცხადდებოდნენ გამოკითხვაზე.
ამ მუქარის შედეგად ნენსი ვოლანდი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
ამ დრომდე ნენსი, მისი დედა და ადვოკატი სახლიდან ვერ გადიან, რადგან მათ კართან პოლიცია დგას.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)