17:43 - 31 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 14:38:30, 343 ნახვა

პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - ახალი არჩევნები დაგვინიშნე კი არა, უნდა ვითხოვდეთ, „მთავრობა გადადგეს“

„ახალი არჩევნები დაგვინიშნე“ კი არა, უნდა ვითხოვდეთ, „მთავრობა გადადგეს“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, უნდა მოსუფთავდეს ველი, ახალი ცესკო, ახალი სუს-ი, რომელიც საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირით დაკომპლექტდება – ასეთ გარემოცვაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.

„ჩატარდება, რა თქმა უნდა, როდესაც ესენი წავლენ, ბუნებრივად ჩატარდება. გულწრფელი პასუხი თუ გაინტერესებთ, თვე-ნახევრის წინაც ვამბობდი, „მოდი, ბიძინა, ჩანიშნე არჩევნები და კიდევ ერთხელ ჩაგვიტარე არჩევნები“, ეს აბსურდული მოთხოვნაა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

ცისკარიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ამაზე წავა თუ არა „ქართული ოცნება“, ეს გამოჩნდება – წავა და წავიდეს, პირიქით, მეტი პოლიტიკური რეკლამა, ჩვენი საქმის მეტი წარმოჩენა, რეალურად, ვინ ებრძვის ამ რეჟიმს ბოლო 12 წელია, ეს ყველაფერი გამოკრისტალდება, ვინ არის მათი მთავარი ოპოზიცია, ესეც უკეთესად გამოჩნდება. ჩვენ გაგვიხარდება, თუ ამ საქმეს მოკიდებენ ხელს, როგორც იმუქრებიან“.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს და სააკაშვილის განცხადებას, რომ „ყველაფერი დასრულებული იქნებოდა მშვიდობიანად, თავად რომ გარეთ იყოს“, – ცისკარიშვილის თქმით, ყველაფერი კარგად მიდის, დემონსტრაციებმა მუხტი შეინარჩუნა და ივანიშვილის სისტემის წევრობიდან ადამიანების გამოყვანის ამოცანა უნდა ამოძრავებდეს ახლა ყველას. ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამ ამოცანის შესრულებაში სააკაშვილს ბადალი არ ჰყავს.

„ყველაფერი კარგად და ლოგიკურად მიდის. მეტიც, განცვიფრებული ვარ, ორ თვეზე მეტია, ამ აქციებმა, დემონსტრაციებმა მუხტი შეინარჩუნა, ყოველდღიურად ქუჩა იკეტება და რუსთაველზე ათასობით ადამიანი დგას. საჯარო რიტორიკაში ცდილობენ, ეს გააუბრალონ და ხან 500 კაცს ახსენებენ, ხან – ფულს უხდიანო და ზღაპრებს უყვებიან მხარდამჭერებს. ის ადამიანებიც, რომლებმაც არჩევნებამდე დაიჯერეს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით ევროპისკენ მიდის, უკვე იმედგაცრუებულები არიან. იმ ვერტიკალის თვალსაზრისით, ვინც ჯერ კიდევ ირიცხება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წევრად, ამ ადამიანების შემოცლა, შემოფრცქვნა და გამოყვანა ბიძინა ივანიშვილის სისტემის წევრობიდან, არის ის ამოცანა, რომელიც, ჩემი აზრით, დღეს ოპოზიციას, ქუჩაში მდგომ ხალხს, ოპოზიციურად და ანტიქოცურად განწყობილ ყველა ადამიანს ახლა უნდა ამოძრავებდეს. ამ ამოცანის შესრულებაში, მე ვფიქრობ, მიშას ბადალი არ ჰყავს. სწორედ ის მოახერხებდა ამ მიზნის მიღწევას ყველაზე სწრაფად, ეფექტურად, უკეთესად. შეიძლება, ასიდან ასივე ვერ გადმოიყვანო აქეთ მხარეს, მაგრამ ივანიშვილის მისი ვიწრო გარემოცვის მარტო დატოვების საქმეში მიშას წვლილი იქნებოდა განუზომლად დიდი. მან თქვა, „დავტოვებდი მეფეს მარტოს და შიშველს“, ანუ ბიძინა ივანიშვილს. შეიძლება, საჯაროდ არ აღიარონ და ვერ დამეთანხმონ ჩვენი სხვა კოლეგა ოპოზიციონერები, მაგრამ გულის სიღრმეში მათაც იციან, რომ ივანიშვილის ძალაუფლებიდან გაშვების საქმეში მიშა სააკაშვილის როლი იქნებოდა განუზომლად დიდი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოთხი ოპოზიციური პარტია მიმართავს სირიის ხელისუფლებას, უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება
აქცია ზუგდიდში - საბავშვო ბაღის თანამშრომლები ხელშეკრულების ვადებს აპროტესტებენ
თეოდოროს რუსოპულოსი “ოცნების“ გადაწყვეტილებაზე - საპარლამენტო ასამბლეა არის არა ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება
ბათუმში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics