16:44 - 31 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 14:07:02, 343 ნახვა

პოლიტიკა
ხალხის ძალა - უცხოური მთავრობების წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას

პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უცხოური მთავრობების წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას. მათივე ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა საქართველოს მოხალისეების გაგზავნა, ეკონომიკურ სანქციებში ჩართვა და იარაღის მიწოდებაც კი მოსთხოვეს.

„რადგან ჩვენ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი არაერთხელ გვქონია, ბოლოს – 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და საქმე გვაქვს ბირთვულ სახელმწიფოსთან, ჩვენ ამ მოთხოვნებზე უარი ვთქვით. საქართველო არც ევროკავშირის წევრია და არც NATO-სი, ამიტომ ომში მონაწილეობა ქვეყანას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. სწორედ ამიტომ, ჩვენზე ზეწოლა განხორციელდა“, – აცხადებენ პარტიაში.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი იყო. მათი თქმით, საქართველოს სამივე კანდიდატი ქვეყნიდან (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელი მოთხოვნები ყველაზე მეტად ჰქონდა შესრულებული, თუმცა სტატუსი პირველი ჯერზე ვერ მიიღო.

„ამ მოვლენების შემდეგ, ჩვენ დავაფუძნეთ „ხალხის ძალა“. ჩვენი მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება იმ ზეწოლის შესახებ, რომელიც ქვეყანაზე ხორციელდებოდა. მაშინაც იმართებოდა საპროტესტო აქციები მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა, მთავარი კითხვა რჩება – რა დაემართებოდა საქართველოს, რომ ამ მოთხოვნებს დავთანხმებოდით? ჩვენ ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, რომელიც, მრავალი ქვეყნის მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას“, – აცხადებენ ისინი.

გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ მათი გადაწყვეტილება იყო „გაბედული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს გადარჩენას ნიშნავდა“.

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გამარჯვების შემდეგ. ის და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, მარკო რუბიო, სწორედ იმას აცხადებენ, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„რაც შეეხება ბრალდებებს, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით – ეს დეზინფორმაციაა“, – დასძენენ „ხალხის ძალაში“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხალხის ძალა - უცხოური მთავრობების წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას
კულტურის სფეროს წარმომადგენლები - ყოველ პარასკევს ხელოვანები შეუერთდებიან სინდისის პატიმრების მხარდასაჭერ მსვლელობას
შსს - 2024 წელს რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა, გახსნის მაჩვენებელი კი კვლავ მაღალ ნიშნულზეა
ფინეთმა უკრაინას თითქმის 200 მილიონი ევროს დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics