20:33 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 22:23:29, 777 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძემ - ჩვენი მარშის მიზანია, გადავარჩინოთ მზია ამაღლობელის სიცოცხლე

პარტია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი მარშის მთავარი მიზანია “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სიცოცხლის გადარჩენა.

ჯაფარიძის თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ხელისუფლება ამ საკითხს ცინიკურად უდგება.

“ჩვენი დღევანდელი მარში ეძღვნება პოლიტპატიმრებს – მათი გათავისუფლებაა ჩვენი მთავარიმოთხოვნა. მარშის მონაწილეებს ხელში უჭირავთ იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან ციხეში. ისინი მხოლოდ იმიტომ არიან პატიმრობაში, რომსურთ თავისუფალი და ევროპული საქართველო. მშვიდობიანად მონაწილეობდნენდემოკრატიულ მანიფესტაციებში, დღეს კი სატუსაღოში იმყოფებიან. ამიტომ ჩვენი პროტესტიმნიშვნელოვანია,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმეა მზია ამაღლობელის მდგომარეობა, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს.

“მისი სიცოცხლე საფრთხეშია, ხოლო ხელისუფლება მზიაზე ზრუნვის ნაცვლად ცინიკურგანცხადებებს აკეთებს. ეს აჩვენებს, რომ მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. ჩვენვიბრძვით, რომ გადავარჩინოთ მზია ამაღლობელის სიცოცხლე და ყველა პოლიტპატიმარიდავიხსნათ სატუსაღოდან,” – აღნიშნა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics