23:53 - 30 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 13:46:43, 250 ნახვა

რეგიონი
ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო - აქციებზე დაკავებულთა ბანერების გამოფენას უმრავლესობის დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ხმაური ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ აქციების დროს დაკავებული პირების ბანერების გამოფენას მოჰყვა. მათ დაგმეს ძალადობა და საკრებულოს დანარჩენ წევრებს დაკავებულების სოლიდარობისკენ მოუწოდეს.

ოპოზიციის პერფორმანსმა უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ ოპოზიციის წევრმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„უკანონო ხელისუფლება ჯერ კიდევ ქვეყნის სათავეშია და ტყვეობაში მყოფი ადამიანები, სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან , მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელიც შიმშილობს.

პროტესტის ნიშნად დავტოვეთ საკრებულოს სხდომა, რადგან სხვადასხვა კანონის მუხლებში ცვლილებების შეტანის მეტი სხვა საქმე არა აქვთ. ქვეყანა და ხალხის აზრი საერთოდ არ აინტერესებთ . ჩვენ არ გვინდა ერთი კაცის ქვეყანა იყოს საქართველო , ჩვენ გვინდა ხალხის იყოს. მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და ტყვეობაში მყოფი ყველა ადამიანის თავისუფლებას,“ - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დარეჯან ცხვიტარიამ.

“ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და მათ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.

„დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი გადაწყდა დადებითად . რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ისინი „შულავერის“ მოღალატეობრივი კომიტეტის წევრები არიან, რომლებიც არ დაესწრნენ საკრებულოს სხდომას . სხდომის დაწყებამდე გამოჩნდნენ ჰორიზონტზე , ხელფასების აღების მიზნით ხელი მოაწერეს დასწრების ტაბელს და მალევე გაუჩინარდნენ,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ზაალ კვინჩიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის ხელმძღვანელობის გაყოფა, - რის მიღწევასაც ცდილობს პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებით
თვითმფრინავის ჩამოვარდნა ვაშინგტონზე: რა არის ცნობილი
ტრამპი ვაშინგტონში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე: ეს ჩვენი ქვეყნის ტკივილის საათია
ბადრი ჯაფარიძემ - ჩვენი მარშის მიზანია, გადავარჩინოთ მზია ამაღლობელის სიცოცხლე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics