2025-01-30 11:33:50, 244 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - PACE-ის დათქმები ჩვენი სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობაა
"ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დოკუმენტში მოცემული პირობები საქართველოს სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობაა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც „ქართულ ოცნებას“ მიუღებლად მიაჩნია, არის ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, რადგან, მისი შეფასებით, საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. „PACE-მა ცნო ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, თუმცა ამას თან დათქმები მოჰყვა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. პირველ რიგში, ჩვენთვის „წითელი ხაზია“ ახალი არჩევნების მოთხოვნა. ეს გადაწყვეტილება ეროვნულ თავმოყვარეობაზე დაფუძნებული იყო, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს აქვთ. საქართველოში არჩევნები ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა, და ამის შემდეგ ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში განაახლებს,“ – განაცხადა მაჭავარიანმა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება PACE-ის მუშაობაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს მოუწოდა მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ და ევროინტეგრაციის კურსის გაგრძელებისკენ. PACE-ის კენჭისყრის შედეგებით, 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა მხარი დაუჭირა, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის მიღების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. როგორც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, დოკუმენტში არაერთი დათქმაა, რომელიც უსამართლო და საფუძველს მოკლებულია, რის გამოც მისი მიღება მიუღებელია.
ავტორი: ექსპრესნიუსი, თვითმფრინავის ჩამოვარდნა ვაშინგტონზე: რა არის ცნობილი
ტრამპი ვაშინგტონში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე: ეს ჩვენი ქვეყნის ტკივილის საათია
ბადრი ჯაფარიძემ - ჩვენი მარშის მიზანია, გადავარჩინოთ მზია ამაღლობელის სიცოცხლე
მთავრობამ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროკავშირის მომავალი მოპარა ქართველ ხალხს - გაბრელიუს ლანდსბერგისი
|
რედაქტორის რჩევით
მთავრობამ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროკავშირის მომავალი მოპარა ქართველ ხალხს - გაბრელიუს ლანდსბერგისი
64-ე დღეა, რაც თბილისში და საქართველოს რეგიონებში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ომი უკრაინაშიმსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე დრონებით შეტევას
ზელენსკი აშშ-ის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე - მოვიძიებთ შიდა რესურსებს
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
მთავრობამ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროკავშირის მომავალი მოპარა ქართველ ხალხს - გაბრელიუს ლანდსბერგისი
მთავარი თემა
|