2025-01-30 10:30:22, 323 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოშია მოქცეული
![]() საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა დღეს უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოშია მოქცეული, რასაც მდიდარი შინაარსი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა. ბოჭორიშვილის თქმით, სომხეთი ტრადიციულად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში, ასევე, მაღალია ტურიზმის მაჩვენებელიც. „ჩემთვის დიდი პატივია საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები ერევანში. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ მინისტრს, არარატ მირზოიანს მასპინძლობისთვის. ზუსტად ერთი წლის წინ თბილისში ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა დღეს უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოშია მოქცეული. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს მდიდარი შინაარსი, რაც გამოიხატება ორ ქვეყანას შორის ყველა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაში. სომხეთი ტრადიციულად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში. ასევე, მაღალია ტურიზმის მაჩვენებელიც. სომხეთის მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხშირ სტუმრებს შორის, მესამე ადგილზე არიან. დღეს ჩვენ განვიხილეთ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები. ჩვენი თანამშრომლობა ფართოა, მაგრამ ყოველთვის არის მეტის მიღწევა შესაძლებელი. მიხარია, რომ მე და ჩემს კოლეგას გვაერთიანებს სურვილი, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და პარტნიორობის გაღრმავებაში“, – განაცხადა მინისტრმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს ერევანში გაიმართება სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ, რაც არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე იყოს განხილული ქვეყნებს შორის არსებული მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარების გზები. „ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგულარული პოლიტიკურ დიალოგს. დასაფასებელია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ინტენსივობა და ვიზიტების გაცვლის მაღალი დინამიკა. დარწმუნებული ვარ, ხშირად ვიქნები თქვენი ულამაზესი ქვეყნის სტუმარი და ასევე ხშირად ვიქნები თქვენი მასპინძელი ასევე ულამაზეს ქვეყანაში. ბატონ მინისტრთან საუბრისას განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ჩვენი რეგიონისთვის. საქართველოს აქვს გულწრფელი სურვილი ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონის კეთილდღეობას და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმების პროცესი საბოლოოდ დასრულდება ორივე მხარისათვის მისაღები შედეგით, რაც საფუძველს შექმნის რეგიონში მდგრად მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში, რაც ვფიქრობთ ასევე ხელს შეუწყობს სტაბილურობას და ყველასთვის სასარგებლო იქნება. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი იმ უსაფრთხოების გამოწვევაზე, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რაც გამოიხატება ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, მინისტრმა სომეხი კოლეგა თბილისში ვიზიტით მოიწვია. „დღეს დეტალურად ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ სხვადასხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად და ურთიერთსასარგებლო პროექტების ხელშესაწყობად. საქართველო მიესალმება სომხეთის მთავრობის გაძლიერებულ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სომხეთის ევროკავშირსა და აშშ-სთან თანამშრომლობის პოლიტიკური დიალოგის განმტკიცებისკენ. ბატონო მინისტრო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ, ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწვევთ საქართველოში. მოხარული ვიქნები, თუ უახლოეს მომავალში მექნება თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.
ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს
ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ბრიტანეთის არმიის სარდლობა - უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში ბრიტანეთს შეუძლია საჰაერო პატრულირება იკისროს
|
რედაქტორის რჩევით
![]() ტრამპი, როგორც პუტინის მეგობარი - ცდილობს თუ არა, ვაშინგტონი და მოსკოვი ომის დასრულების საბაბით კიევში ხელისუფლების შეცვლას
![]() ქვეყანა, სადაც ოცნებები ტრაგედიად იქცა
ომი უკრაინაში![]() ბრიტანეთის არმიის სარდლობა - უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში ბრიტანეთს შეუძლია საჰაერო პატრულირება იკისროს
![]() „პოლიტიკო“ - ევროკავშირი უკრაინისთვის ექვსი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დელიბორ როჰაჩი - საქართველოს ახლანდელი მთავრობით არანაირი შანსი არ აქვს EU-ის წევრი გახდეს
დღის თემა
|