2025-01-29 20:14:13, 475 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს წარმომადგენელი - მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ
„ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული,“ - ამის შესახებ განცხადებას მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, ტერეზა რიბეირო ავრცელებს.
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს, და ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული.
დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების ფაქტები უნდა გამოიძიონ, ხოლო ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ „ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ“ 3/18 მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად,“ - აცხადებს რიბეირო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,