|
2025-01-28 13:08:08, 1149 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო - ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. როგორც უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რუსტემ უმეროვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის“ განცხადების საფუძველზე აღძრეს. უმეროვი ეჭვმიტანილია ძალაუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით. ცნობილია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უკანონოდ თქვა უარი, გეგრძელებინა შრომითი ხელშეკრულება თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს დირექტორ მარინა ბეზრუკოვასთვის, რომელსაც უმეროვი არმიის მომარაგების პრობლემებში სდებდა ბრალს. უმეროვმა ასევე გაათავისუფლა თანამდებობიდან სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრი, რომლებმაც ბეზრუკოვასთვის შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას დაუჭირეს მხარი. თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოებში სამეთვალყურეო საბჭოები ნატოს რეკომენდაციით შექმნეს, რათა ეს სტრუქტურები გარე ზეწოლისგან დაეცვათ. მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა უმაღლესი რადის დეპუტატმა, ანასტასია რადინამ. მისი შეფასებით, უმეროვი „ანადგურებს უკრაინელების ნდობას თავდაცვის უწყების მიმართ“. ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა უმეროვის საკანონმდებლო ორგანოში გამოძახებას, რაც უკავშირდებოდა უკრაინელი სამხედროების მიერ „უკრობორნპორომის“ მიერ წარმოებული უხარისხო ნაღმების მიღების შესახებ ბრალდებებს. რუსტამ უმეროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2023 წლის სექტემბრიდან იკავებს. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა ალექსეი რეზნიკოვი, რომლის გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად არმიისთვის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალები დასახელდა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)