|
2025-01-27 12:01:17, 544 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი - პრემიერ-მინისტრის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში ვიმსჯელეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტურიზმისა და ავიაციის სექტორების გაძლიერებაზე
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება საამიროების პრეზიდენტს, მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. „დღეს ასევე შედგება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აბუ-დაბის პორტის ხელმძღვანელობასთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, ისევე როგორც, ხელი მოეწერება უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, რომელიც საფუძვლად დაედება ემირატების უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის საქართველოში შემოსვლას, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ტურიზმისა და დეველოპერულ სექტორებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრებთან, რომლებთან ერთადაც ვიმსჯელეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების, ტურიზმისა და ავიაციის სექტორების გაძლიერებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ ძალიან პოპულარული მიმართულებაა საამიროებიდან ტურისტებისთვის სამოგზაუროდ. ითქვა, რომ ძალიან მჭიდროა თანამშრომლობა ადგილობრივი ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართულებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფრენების სიხშირე, 4 ავიაკომპანია 3 ეროპორტიდან ოპერირებს ჩვენი ქვეყნის სამ საერთაშორისო აეროპორტში. შევთანხმდით, რომ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს ურთიერთობები, გაიზარდოს ტურისტული ნაკადები, ისევე როგორც პირდაპირი ფრენების სიხშირე, რაც გააძლიერებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ორი ქვეყნის ეკონომიკას,"- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)