|
2025-01-27 09:03:58, 636 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - კოლუმბია მიგრანტების შეუზღუდავ მიღებას დათანხმდა, რის გამოც აშშ დაპირებულ ტარიფებს და სანქციებს აღარ დაუწესებს
თეთრი სახლის განცხადებით, კოლუმბია დათანხმდა იმ ემიგრანტების შეუზღუდავ მიღებას, რომლებიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „კოლუმბიის მთავრობა დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის ყველა პირობას, მათ შორის კოლუმბიიდან დაბრუნებული ყველა არალეგალი უცხოელის შეუზღუდავად მიღებას, მათ შორის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით, შეზღუდვისა და შეფერხების გარეშე. ამ შეთანხმების საფუძველზე, მოხდება სრულად შემუშავებული IEEPA ტარიფების და სანქციების გადადება და ხელი არ მოეწერება, თუ კოლუმბია ამ შეთანხმებას დაიცავს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა. შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კოლუმბიას დაუწესებს ყოვლისმომცველ საპასუხო ზომებს, მათ შორის ტარიფებს და სანქციებს, მას შემდეგ რაც სამხრეთ ამერიკულმა ქვეყანამ უარი თქვა მიეღო ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტებით. ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს უარი ავიარეისების მიღებაზე საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კოლუმბიის ამ ნაბიჯზე საპასუხო ზომები მოიცავს 25%-იანი ტარიფის დაწესებას აშშ-ში შესულ კოლუმბიურ საქონელზე, რომელიც ერთ კვირაში 50%-მდე გაიზრდება, კოლუმბიის მთავრობის წარმომადგენლებისთვის მოგზაურობის აკრძალვას და ვიზის გაუქმებას და საგანგებო სახაზინო, საბანკო და ფინანსურ სანქციებს.
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)