|
2025-01-24 16:00:27, 455 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქაში დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, რის შემდეგაც ჯგუფურად დამესხნენ თავს
არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს]. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც, როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სადაც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე მედიასთან პირველად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მას საქმე არა შემსრულებლებთან, არამედ დამკვეთთან აქვს. „15 იანვარს განხორციელდა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით, ჩემზე და ჩემ გუნდზეც. ამას ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე და ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ბიძინა, დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, საჯაროდაც. მე საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან, რომელიც ძალადობს ახალგაზრდებსა და ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან საქართველოში. დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი, მთავარი ფასეულობა არის ფული და ძალაუფლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც. მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები თქვენთან ერთად. რაც შეეხება იმ დღეს, მე ვიყავი ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. როდესაც დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“, უკვე შესასვლელშივე დამხვდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავ,ი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. სასტუმროს „ლობი“ დაცლილი იყო ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლებისგან. აშკარა იყო ეს ადამიანები ცდილობდნენ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ, რაც მე მოვახდინე რეაქცია და მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ამ ყველაფრის მოყოლა მიწევს იმიტომ, რომ დღეს როგორც გამოძიება მიდის და როგორც ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია იქცევა, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)