20:59 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 12:55:26, 535 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 10 მებრძოლის ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"ამ ახალგაზრდებმა, ვისაც ჩვენ დღეს, ათწლეულების შემდეგ, კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს, თავი დადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი ვალია, რომ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ისინი ოცნებობდნენ და რომელსაც ისინი შეეწირნენ.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სამოქალაქო პანაშვიდს  პრეზიდენტთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული  10 მებრძოლის ნეშტს  დიღმის ძმათა სასაფლაოზე  დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics