02:21 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 09:27:54, 515 ნახვა

პოლიტიკა
რიჰარდ კოლსი - არაფერს თუ არ მოვიმოქმედებთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია და რეპრესიებით საზრდოობს

არაფერს თუ არ მოვიმოქმედებთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია და რეპრესიებით საზრდოობს, ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვითარება სწრაფად უარესდება.

„ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ მათი მთავრობა ძალადობით, რეპრესიებითა და ტყუილებით პასუხობს. „ქართული კოშმარის“ პარტიამ თავის ყველა ვალდებულებაზე უარი თქვა, ისინი აჩუმებენ ოპოზიციას, ავიწროებენ ჟურნალისტებს და ძალადობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რეჟიმი აბუჩად იგდებს დემოკრატიას. პრინციპების უკან იმალებიან მაშინ, როდესაც მათ ყველა ქმედებით თელავენ. მათი პროპაგანდა პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან არის. იმდენად აბსურდულია, რომ სასაცილოა, თუმცა საგანგაშო თავისი მიზნით. ისინი საკუთარ თავს სტაბილურობის დამცველებად წარმოაჩენენ მაშინ, როდესაც ქაოსს თესავენ და საკუთარ მოქალაქეებს იღებენ სამიზნეში. არაფერს თუ არ მოვიმოქმედებთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია და რეპრესიებით საზრდოობს. ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს. ქართველ ხალხს არ აქვს ფუფუნება, დარჩეს საკუთარი ევროპული გზის მოძულეთა ტყვეობაში“, – განაცხადა კოლსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics