|
2025-01-21 14:22:44, 613 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ჯავახიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად იქცა
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკურ არასტაბილურობაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც, მისი თქმით, „ბაობაბად“ იქცა ქვეყნისთვის. ჯავახიშვილის თქმით, რუსეთთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკა ზომიერი იყო, თუმცა ტრადიციულ პარტნიორებთან მტრულ რიტორიკას, მისი შეფასებით, მიზნად მხოლოდ საქართველოს იზოლაცია და რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირეობის გზის გახსნა აქვს. „მთელი ეს რიტორიკა ემსახურება არა ქვეყნის, არამედ ხელისუფლების ინტერესებს,“ - წერს იგი. ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიას დღეს მძიმე საფრთხე ემუქრება, განსაკუთრებით ხელოვანებისა და ჟურნალისტების თავისუფლების შეზღუდვის ფონზე. მისივე თქმით, ასეთი რეპრესიები ცენზურასა და შიშის ატმოსფეროს ქმნის, რაც ქვეყნის განვითარებას ზიანს აყენებს. „ქვეყანა იზოლირებულია საერთაშორისო ასპარეზზე, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობები შეზღუდულია, რაც მძიმე ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს,“ - აღნიშნავს გოჩა ჯავახიშვილი. მისივე აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სტაბილურ განვითარებას დაუბრუნდეს და სწორედ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზეა ეს პოლიტიკური კრიზისი.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)