16:17 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 17:45:33, 691 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა შეწყალების წინასწარი აქტი გამოსცა ენტონი ფაუჩის, გენერალ მარკ მილისა და კონგრესის წევრებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წინასწარი შეწყალების აქტი გამოსცა ენტონი ფაუჩის, გენერალ მარკ მილისა და კონგრესის წევრებისთვის, რომლებიც იძიებდნენ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმას.

ჯო ბაიდენის განცხადების თანახმად, აღნიშნული საჯარო მოხელეები ემსახურებოდნენ ამერიკელებს პატივით, გამორჩეულად და არ იმსახურებენ, იყვნენ გაუმართლებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნე. ბაიდენის თქმით, შეწყალება „არ უნდა ჩაითვალოს როგორც აღიარება“, რომ რომელიმე მათგანი „ჩართული იყო რაიმე დანაშაულში“.

ენტონი ფაუჩის, რომელიც მეთვალყურეობდა აშშ-ის პასუხს „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე, ხშირად აკრიტიკებდნენ ტრამპი და მისი პოლიტიკური მოკავშირეები. აშშ-ის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ ტრამპს „ძირამდე ფაშისტი“ და „სახიფათო“ უწოდა.

ბაიდენის შეწყალება მოიცავს 2021 წლის 6 იანვრის ბუნტის გამოძიების დროს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წევრებს, ასევე მათ თანამშრომლებს და ოფიცრებს, რომლებმაც ჩვენება მისცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics