03:06 - 03 Oct, 2026
|
2025-01-20 13:02:37, 471 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ლევან იზორია პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტს ცოტა ხნის წინ დაინიშნა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ლევან იზორია ირაკლი კობახიძის მრჩევლად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მას გერმანიაში ელჩობის ვადა ამოეწურა. ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. ამ კომისიის მდივანი კი მისი მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ლევან იზორია იქნება. შეგახსენებთ, რომ ლევან იზორია გერმანიაში ელჩად 2020 წლის თებერვალში დაინიშნა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)