|
2025-01-19 08:51:02, 501 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი კითხვაზე, რას სთხოვდა ის დონალდ ტრამპს, რომ ვლადიმერ პუტინისთვის გადაეცა - თავი დაანებე საქართველოს, თავი დაანებე კავკასიას!
მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ვუთხარი, რომ იმედი მაქვს საქართველო მათი არა ერთ-ერთი პრობლემა, არამედ ერთ-ერთი პრობლემის მოგვარება გახდება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას სთხოვდა ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გადასცეს, ზურაბიშვილმა უპასუხა: “თავი დაანებე საქართველოს, თავი დაანებე კავკასიას”. “ვინაიდან ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესებშია. არ შეიძლება, რომ ეს კვლავ რუსეთის მიერ დომინირებული რეგიონი გახდეს. ეს უნდა იყოს რეგიონი, რომელიც თავისით არსებობს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო სხვადასხვა ცივილიზაციების შეხვედრის ადგილი და ის იყო ადგილი, სადაც ევროპული ღირებულებები ყოველთვის სათანადო დონეზე იყო. და ეს არის ქვეყანა, რომლის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას სურს იყოს ღირებულებების საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ევროპა და შეერთებული შტატები წარმოადგენენ. ასე რომ, თავი დაანებე საქართველოს… იმედი მაქვს, რომ ამერიკა არ დაუკავშირდება იმ რეჟიმებს, რომლებიც თავის ხალხს არ წარმოადგენენ. ამაში უნდა იყოს ამერიკული ინტერესები და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ამერიკისა და ქართველი ხალხის საერთო ინტერესები დავიცვათ. მაგრამ ხალხი არასდროს არ უნდა იყოს გაწირული რეჟიმებთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც საკუთარ ხალხს არ წარმოადგენენ… მოკლე შეხვედრა მქონდა [სახელმწიფო] მდივან რუბიოსთან, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, ასე რომ მისგან პირობის მიღებას ვცდილობდი, რომ შეხვედრას შევძლებდით იმ რამდენიმე დღეში, რაც ვაშინგტონში უნდა გავატარო. მას და გაერო-ში აშშ-ის ელჩს, რომელსაც ასევე შევხვდი, ორივეს ვუთხარი, რომ იმედი მაქვს საქართველო მათი არა ერთ-ერთი პრობლემა, არამედ მათი ერთ-ერთი პრობლემის მოგვარება გახდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)