|
2025-01-18 17:21:54, 634 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ყველა, ვინც მას დაუჯერა და გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ყველა, ვინც მას დაუჯერა და გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ პერიოდში ძალიან ბევრი ენერგია დაიხარჯება და ბევრი შეცდომა იქნება დაშვებული. „ერთი თვის წინ ითქვა, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და დღე-დღეზე გამოაქვეყნებენ, ამიტომ ის, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თავის თავს ბარიერგადალახულს და პროდასავლურს ეძახის, იმაზეც კი ვერ ჩამოყალიბდა, თუ რა უნდა. არჩევნები უნდა, თუ ჯერ რეფორმები და არჩევნები უნდა. ისიც არ არის ჩამოყალიბებული, ვინ უნდა ჩაატაროს ეს რეფორმები, არაღიარებულმა პარლამენტმა ხომ არ შეიძლება ჩაატაროს რეფორმები, მაშინ რეფორმები არ იქნება აღიარებული. ყველაფერი ეს კიდევ უფრო ამორალურადაც გამოიყურება იმ ფონზე, რომ ამ გაუგებრობაში არის ოპოზიციის ეს ნაწილი და მეორე მხრივ, ხალხი ციხეში ზის და ფაქტობრივად გამოდის რომ ისინი ღალატობენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან და ცდილობენ, ახალი არჩევნები მოიპოვონ. პოლიტიკური კლასის ვალდებულებაა, პოლიტიკური მოთხოვნა ჩამოაყალიბოს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა. „ყველა, ვინც მას დაუჯერა და ვინც გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. ადრე როგორც არაფერი გამოსულა მისი ინიციატივებით, არც ახლა გამოვა ამ ინიციატივებისგან. ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ენერგია დაიხარჯება და ბევრი შეცდომა იქნება დაშვებული ამ პერიოდში. არ მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილის დახმარებით რამე მოხდება, ალბათ, უფრო გაფუჭდება, ვიდრე – გაკეთდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)