|
2025-01-18 08:34:20, 529 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის მთავრობამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაამტკიცა
ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება. „ბიბისის“ ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მიიღეს, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა. ორმა ულტრამემარჯვენე მინისტრმა შეთანხმებას წინააღმდეგობა გაუწია. შეთანხმება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კატარის, აშშ-ს და ეგვიპტის შუამავლობით შედგა. შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე „ჰამასის “მიერ ღაზაში დაკავებულ 33 ისრაელელ მძევალს გაცვლიან ასობით პალესტინელ პატიმარზე. ეს ფაზა ექვს კვირას გაგრძელდება. ისრაელის ძალები ასევე დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს მიეცემათ საშუალება, დაიწყონ სახლებში დაბრუნება და ყოველდღიურად ღაზაში ასობით სატვირთო მანქანა შევა ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად. მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები, რაც უნდა მოიცავდეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულ გაყვანას და „მდგრადი სიმშვიდის აღდგენას“. ეს ფაზა დაიწყება მე-16 დღეს. მესამე და საბოლოო ეტაპი მოიცავს ღაზას რეკონსტრუქციას, რაც შეიძლება, წლები გაგრძელდეს და დარჩენილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას. ისრაელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს სამი მძევალი გათავისუფლდება, შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში კი რეგულარული ინტერვალებით გათავისუფლდება მძევლების მცირე ჯგუფები. „ბიბისის“ ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ღაზაში სამხედრო კამპანია „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის საპასუხოდ დაიწყეს. 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს 1 200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს. „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დროს ღაზაში 46 870-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ანკლავის 2.3 მილიონიანი მოსახლეობის უმეტესობა იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასს“ კვლავ ჰყავს 94 მძევალი, რომელთაგან 34 სავარაუდოდ გარდაცვლილია.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)