|
2025-01-17 21:49:54, 2112 ნახვა
„ექსპრესნიუსის“ განცხადება, „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსის თავდასხმასთან დაკავშირებით
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ირაკლი მანაგაძე გახდა პარტია „ქართული ოცნების" სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსის გიორგი გრძელიშვილის შეურაცხყოფის და მუქარის ადრესატი. „ქართული ოცნების“ სტატეგმა პიარის უფროსმა „ექსპრესნიუსის“ მთავარ რედაქტორს უთხრა, რომ მისი ამოცანაა პირადად ირაკლი მანაგაძის ამოძირკვა. ასევე დააყოლა, რომ ექსპრესნიუსთან ერთად ნაცების ამოძირკვა. „ექსპრესნიუსის“ მთავარმა რედაქტორმა გიორგი გრძელიშვილს, შეახსენა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამომძიებელი ჟურნალისტი იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსან ძალოვნებს მელნიკოვს და სანოძეს ჩადენილი დანაშაული დაუმტკიცა. აქედან გამომდინარე მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო რომელიმე პარტიასთან „ექსპრესნიუსის“ აფელირება. ამის შემდეგ „ოცნების“ პიარის უფროსმა, უზრდელი უწოდა და შეაგინა. „ექსპრესნიუსისთვის“ არსებობის 16 წლის მანძილზე მასზე თავდასხმა ახალი არაა, თუმცა გიორგი გრძელიშვილის მუქარას ამოძირკვასთან დაკავშირებით სერიოზულ საფრთხედ აღვიქვამთ, რადგან ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული პიროვნება დიდი გავლენით სარგებლობს ძალოვან უწყებებში. გრძელიშვილი 2013-2014 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსი იყო. 2018-2020 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე. მოიხსენიება როგორც ყოფილი გენერალური პროკურორის ლაშა ნაცვლიშვილი კადრი2021 წლის აპრილში დაინიშნა პარტია „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. გრძელიშვილი ხელმძღვანელობს პარტიის პროპაგანდისტული მედიის მუშაობას, მათ შორის ტელეკომპანიების „იმედის“ და „რუსთავი2-ს“ დაქვემდებური ჰყავს რამდენიმე ახალი ამბების სააგენტო და ონლაინ გამოცემა. „ექსპრესნიუსი“ მოუწოდებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეაკავოს მისი თანამშრომელი ჟურნალისტებთან მუქარების განხორციელებისგან. ასევე პრევენციას ატარებს, სააგენტოს გამართულ მუშაობაში ხელისშეშლის მცდელობისგან როგორც გრძელიშვილის ასევე, სხვა პირების ჩართულობის შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში მედია ორგანიზაციებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს და საერთაშორისო საზოგადოებას, მედიის და „ექსპრესნიუსის“ დაცვისკენ მოუწოდებს. #თავისუფლებამზიას
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)