23:30 - 21 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-21 19:50:07, 394 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იობი რეჟიმზე: რამდენჯერ მინახავს, ილია მეორეს დამწუხრებით უთქვამს, რატომ არ მეკითხებიან, რატომ არ მესაუბრებიანო

მროველ -ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგებისას კიდევ ერთხელ ისაუბრა მოქმედ ხელისუფლებაზეც და აღნიშნა, რომ მისი სურვილი და შეიძლება ითქვას, მოთხოვნაც არის ის, რომ „ჩვენი ხელისუფალი იყოს ეკლესიური“.

სასულიერო პირი, რომელიც შვიდი წელი იყო კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ქორეპისკოპოსიდა მისგან ბევრი რამ მოუსმენია, ამბობს, რომ  მისი უწმინდესობას არაერთელ დამწუხრებით უთქვამს ხელისუფლებაზე -" რატომ არ მეკითხებიან, რატომ არ მესაუბრებიანო. თუნდაც ის უშიშროების საბჭო რომ არსებობს ქვეყანაში, ამ საბჭოს წევრი რატომ არ ვარო, მე ხომ, მათზე ნაკლებად არ მტკივა გული ქვეყანაზეო".

„მთელი იმედები და სასოება უნდა მივმართოთ ღვთისკენ. ჩვენი ერის ცხოვრება სასწაული არის. ძალიან დიდი სასწაული არის ის, რომ ჩვენ აქამდე მოვაღწიეთ და მომავალშიც, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საქართველო, მე ამის იმედი მაქვს და ძალიან დიდი შედეგი ექნება, თუ ხელისუფლება იქნება ეკლესიური. ამ ორი ძალის შერწყმა, საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთად შერწყმა, ქრისტეში ერთად ყოფნა არის დიდი გამარჯვება საქართველოსი, როგორც იყო ეს დავით მეფის დროს და თამარ მეფის დროს, ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს ისტორიულად. ამაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ ეს აუცილებელია, ჩემი მოთხოვნა კი არ არის, ჩემი სურვილი არის და მოთხოვნაც, შეძლება ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფალი იყოს ეკლესიური. აი, ამას ვლოცულობ, ამაშია დიდი ძალა.

მე რამდენჯერ მინახავს მისი უწმინდესობა, აწ გარდაცვლილი, ცხონებული ილია მეორე, რომ დამწუხრებით უთქვამს, რატომ არ მეკითხებიან, რატომ არ მესაუბრებიანო? მე, შვიდი წელი ვიყავი უწმინდესის ქორ-ეპისკოპოსი, ძალიან ახლოს იყავი და ძალიან ბევრი რამ მომისმენია. თუნდაც ის უშიშროების საბჭო რომ არსებობს ქვეყანაში, აი, ამ საბჭოს წევრი რატომ არ ვარო, ასე თქვა, პატრიარქმა. მე ხომ, მათზე ნაკლებად არ მტკივა გული ქვეყანაზეო, მე ძალიან ვწუხვარ ქვეყნის მომავლით, ქვეყნის მდგომარეობითო. ეს მარტო ჩემთან კი არ უთქვამს, სხვა ადამიანებიც ყოფილან და იმათაც მოუსმენიათ ამის შესახებ“ - განაცხადა მეუფე იობმა ქადაგებისას და აღნიშნა, რომ „ერი და ბერი ერთად იყოს სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად“.

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის იარაღის გადატანაში ეჭვმიტანილი გემი ფინეთის ყურეში დაწვეს
კალინინგრადის (კენიგსბერგი) ოლქზე პირველად განხორციელდა დრონების თავდასხმა- უკრაინული მედია ბალტიის ფლოტის ბაზაზე დარტყმის შესახებ იუწყება
დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, რომ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტონ
ჭიჭინაძის სახელით საკონსტიტუციოში ვასაჩივრებთ პროცესების გადაღების შეზღუდვას – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics