|
2025-01-17 15:03:43, 458 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს
„ოპოზიციის წარმომადგენლები გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც ელოდა, რის შემდეგაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. „ყველაფერი ძალიან მარტივია. სიყალბეა და გარედან მოწოდებული „მესიჯები“ იყო, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა. უნდა ეაქტიურა „გაფარჩაკებულ“, გაუბედურებულ ოპოზიციას, იმიტომ, რომ დამარცხდნენ. გარე ძალებმა ვერ მიიღეს ის შედეგი, რასაც ელოდებოდნენ. გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა. 300 000 ხმაზეა საუბარი, წარმოგიდგენიათ?! ამ დროს, მათ ვეუბნებით, რომ წარმოადგინონ ერთი, კონკრეტული მტკიცებულება, ფაქტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ არსებობს ბუნებაში. არჩევნების არანაირი გაყალბება არ მომხდარა. „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულად გაიმარჯვა. 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს. პროკურატურამაც ჩაატარა გამოძიება და გაყალბების არანაირი ფაქტი არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სახალხო დამცველმაც ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, არჩევნების შესაძლო გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა. კალაძემ ასევე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებაც გააკეთა კომენტარი. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ ჩავარდნილა. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ტენდერი ოთხ ლოტად იყო გამოცხადებული, ორ მათგანზე გამარჯვებული კომპანიები უკვე არის, ორზეც უახლოეს მომავალში გამოცხადდება. „არაფერი ჩაშლილა. ტენდერი არ ჩავარდნილა. რამდენიმე ლოტზე იყო გამოცხადებული ტენდერი. იცით, რომ საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა საუბარი. შესაბამისად, ოთხ ლოტად გვქონდა გამოცხადებული. აქედან ორ მათგანზე უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, ორზე კი გარკვეული შეუსაბამობები იყო. ამის გამო კომპანიებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, ხელახლა ჩატარდება და გამარჯვებული კომპანიებიც გვეყოლება და მალევე საუშაოებსაც დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)