|
2025-01-17 13:40:58, 416 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - კონფერენციებზე არმიწვევა კი არა, Deep State და „გლობალური ომის პარტია“ მკვლელობით ებრძვის ადამიანებს
კონფერენციებზე არმიწვევა კი არა, Deep State და „გლობალური ომის პარტია“ მკვლელობით ებრძვის ადამიანებს - საკუთარ პრეზიდენტი კინაღამ მოკლეს და თქვენ ის გიკვირთ, საქართველოს სადღაც ფეხს რომ უდებენ?! - ასე ხსნის პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვევას. მაჭარაშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „Deep State-მა სადღაც, კონკრეტულ სტრუქტურებში შეაღწია, სადღაც - არა და ახლა ჩვეულებრივი ბრძოლა მიმდინარეობს“. მისივე თქმით, 2025 წლიდან ეს ყველაფერი შემცირდება. „თავად აშშ-ში უცხოური ძალა, რასაც გლობალური ომის პარტია ჰქვია და რასაც ტრამპი Deep State-ს უწოდებს, იმ დონაზე იბრძვის, რომ აშშ-ს საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებასაც კი იგნორს უკეთებს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ორჯერ კინაღამ მოკლეს, ხოლო მანამდე დაიჭირეს. ისინი ასევე იბრძვიან ევროკავშირში - შეაღწიეს სხვადასხვა სტრუქტურებში! იგივე ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების დასანქცირებაზეა საუბარი და რა არის გასაკვირი იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან?! როცა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ ევროკავშირში კაცების გათხოვებისა და ბრიუსელისთვის სუვერენიტეტის ჩაბარების გარეშე არ მიგვიღებენ, თქვენ ის გიკვირთ, რატომ არ არის დავოსის და მიუნხენის კონფერენციებზე საქართველო?! კარგია დავოსის კონფერენციაზე თუ იქნები წარმოდგენილი, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკისთვის კონფერენციები კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია მშვიდობის შენარჩუნება. ინვესტორი სწორედ ამას უყურებს და არა მხოლოდ იმას, შენ დავოსში იქნები თუ არა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)