|
2025-01-17 11:59:46, 746 ნახვა
ეკონომიკა
ივანიშვილი ოფშორებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კაიმანში, პანამაში, ბაჰამის კუნძულებზე ფლობს
ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების ნულოვანი საგადასახადო პრივილეგიებით აქტიურად სარგებლობს, რისთვისაც ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამაში, ბაჰამის კუნძულებზე, კაიმანსა და ბელიზზე ურთიერთდაკავშირებული კომპანიების ქსელს ფლობს - ამის შესახებ "ბიემჯი'' წერს. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ICIJ-ის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ჟურნალისტური გამოძიების Pandora Papers-ის თანახმად, ივანიშვილმა 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 12 კომპანია აქვს რეგისტრირებული, რომლებიც მისი ქონების სხვადასხვა აქტივების მართვისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნული კომპანიების იურიდიულ აგენტად პანამური იურიდიული ფირმა Alcogal-ი იყო მითითებული. ივანიშვილი ასევე სარგებლობდა კიდევ ერთი პანამური იურიდიული ფირმა Mosak Fonseka-ს სერვისებით, რომლებიც მილიარდიანი კლიენტებისთვის პანამასა თუ სხვა ოფშორულ ზონებში კლიენტებს კომპანიების დაფუძნების სერვისს სთავაზობდა. სწორედ აღნიშნული იურიდიული კომპანიებიდან გამოჟონილი ინფორმაციების - Panama Papers და Pandora Papers-იდან ხდება ცნობილი, რომ აღნიშნული ოფშორები ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ივანიშვილის სხვა ოფშორების შესახებ ცნობილი კი ივანიშვილის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიების მფლობელობის რეესტრის ამონაწერებიდან, წლიური ფინანსური ანგარიშებიდან, ასევე TI საქართველოს კვლევებიდან ხდება ცნობილი. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ივანიშვილი ფლობს:
ბაჰამის კუნძულებზე ივანიშვილი ფლობს:
პანამაში რეგისტრირებულია:
ბელიზზე რეგისტრირებულია:
კაიმანის კუნძულები:
ბერმუდის კუნძულები:
სწორედ აღნიშნული ურთიერთდაკავშირებული ოფშორების ქსელის მეშვეობით ფლობს ივანიშვილი სხვადასხვა აქტივებს საქართველოსა თუ უცხოეთში. ესენია საბანკო დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები, გლობალური კომპანიების აქციების პორტფელები, უძრავი ქონება, ხელოვნების ნიმუშები, კომპანიები და სხვა აქტივები.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)