08:46 - 10 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 20:15:40, 532 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ეს არის კიდევ ერთი დასტური მათი არალეგიტიმურობის

 „ეს არის კიდევ ერთი დასტური მათი არალეგიტიმურობის. არალეგიტიმურ მთავრობებს, რომლებიც ხალხის ნებას არ გამოხატავენ, დავოსში არავინ ელოდება და არც ერთ ინვესტორს მათთან საუბარი არ უნდა, ამიტომ არის, რომ კობახიძეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს. ეს არის არალეგიტიმურობის დასტური, რომ კობახიძე არის არალეგიტიმური, „ქართული ოცნება" არის არალეგიტიმური და მათ არსად არავინ დაპატიჟებს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა განცხადება.

ვაშაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს, რაც არის მათი არალეგიტიმურობის დასტური.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.

„მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რაც არის ქაოსისა და იმ დაპირისპირების თავიდან არიდების ერთადერთი გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, საუბარია, როგორც ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზირებაზე და ერთი პარტიის წნეხისგან განთავისუფლებაზე. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო ხედვა და გვაქვს და შეჯერებულები ვართ. სწორედ ამ პაკეტით ჩავა სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების თემა არის მნიშვნელოვანი თემაა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მასთან ერთად გამოვხატავთ მზაობას იმისათვის, რომ საქართველოში მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება, რაც მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა უკრაინის რკინიგზაზე თავდასხმების კამპანია დაიწყო, რის შედეგადაც ორ დღეში ოთხი მატარებელი დაზიანდა
მერცმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გადადო
2018-2025 წლებში საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთების ნაკადი 109%-ით გაიზარდა
დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის უდიდეს გაზის წარმოების ცენტრს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 3000 კილომეტრში მდებარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics