2025-01-16 19:23:07, 486 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო და აზერბაიჯანი კარგად უმკლავდება სხვადასხვა მხრიდან ჩარევის მცდელობებს
„ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოები მდგრადები არიან ასეთ ნაბიჯებთან გასამკლავებლად" - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამგვარი ჩარევის მცდელობები, როგორ წესი, ზრდის ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
" უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოების, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც ხშირად მომდინარეობს სხვადასხვა სახის ჩარევებისგან" - განაცხადა, ბოჭორიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,