08:34 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 12:52:20, 670 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველო საკმაოდ მიმზიდველ ადგილად რჩება ინვესტორებისთვის

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, საქართველო საკმაოდ მიმზიდველ ადგილად რჩება ინვესტორებისთვის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თურნავა ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებს შეხვდა. მათივე ცნობით, ვენაში, Raiffeisen Bank-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი ესწრებოდა.

"ჩვენ გვინდა ინვესტორები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური გარემო არის სტაბილური, პოლიტიკა - თანმიმდევრული. საქართველო საკმაოდ მიმზიდველ ადგილად რჩება ინვესტორებისთვის. ამ შეხვედრაში მონაწილეობდა 25-ზე მეტი ინსტიტუციური ტიპის ინვესტორი, ფონდები, სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფები, რაც მეტყველებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია და ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მიმზიდველ ადგილად რჩება ინვესტორებისთვის" - თქვა თურნავამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics