13:16 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 20:32:18, 576 ნახვა

სამართალი
ნონა ქურდოვანიძე - ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა

დღეს რუსთავის #5 დაწესებულებაში ,,ბათუმელებისა" და ,,ნეთგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ მოინახულა. ქურდოვანიძე  მზია ამაღლობლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვის პროცესს დაესწრო,  

საიას ცნობით, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

"პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობა გრძელდებოდა შენობაში, სადაც დაკავებულ ჟურნალისტს არ აძლევდნენ წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას. 

მისი დაკავების შემდგომ, როდესაც ის გადაჰყავდათ ეზოში, მას ესმოდა გინების ხმა, შეურაცხყოფის ხმა. როგორც შემდგომ მან ამოიცნო, ეს იყო ირაკლი დგებუაძე. ირაკლი დგებუაძეცდილობდა შესულიყო იმ ოთახში, სადაც იმყოფებოდა მზია და ის გამოჰყავდათ ამ აგრესიულიქმედების შემდგომ, ის გამოჰყავდათ გარეთ პოლიციის თანამშრომლებს, თორემ შეიძლებამომხდარიყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც. ასევე საუბარია უმძიმეს ფაქტზე, რაცგულისხმობს სახეში შეფურთხებას. 

ასეთი ერთ-ერთი შესვლისას მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს. ასევე აგინებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. არ აძლევდა პოლიციის სხვა თანამშრომლებს წყალიმიეცათ მზია ამაღლობელისთვის, შეზღუდული ჰქონდა წყლის მიღება. ასევე არ აძლევდაშესაძლებლობას, რომ მას ესარგებლა საპირფარეშოთი, ელემენტარული საშუალებებით, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაკავებული და ეს გაგრძელდა გარკვეული დროისგანმავლობაში, სანამ იქ ადგილზე ისმოდა ირაკლი დგებუაძის ხმა, მანამდე ეს დამოკიდებულება, ეს აგრესიული მიმართვა გრძელდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში,'' - ამბობს ნონაქურდოვანიძე.

საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

 

#თავისუფლებამზიას





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics