|
2025-01-15 15:16:40, 465 ნახვა
პოლიტიკა
Sheraton Batumi - ყველა ჩანაწერი არსებობს, ამოღებული არ არის, ჩანაწერს ვინახავთ 1 თვის განმავლობაში
ბათუმში სასტუმრო "შერატონის" მენეჯერის განცხადებით, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის სრული ვიდეოჩანაწერი არსებობს, რომელიც გამოძიების მიერ ჯერ ამოღებული არ არის. მენეჯერის თქმით, სასტუმროს დაცვის უფროსი არსად გადაუყვანიათ. "ჩვენი მხრიდან მოხდა ყველაფერი სწორედ. ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა და მოახდინა გამოძიება. არაფერი წაშლილი არ არის ყველა ჩანაწერი არსებობს ამის და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ასევე სხვა ნებისმიერ უწყებას გადავცემთ სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე. არაფერი არ არის წაშლილი, რა თქმა უნდა [ნანახი მაქვს]. ამოღებული არ არის ჩანაწერები იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ოფიციალური არ მოსულა... ჩანაწერს ვინახავთ თუ არ ვცდები ერთი თვის განმავლობაში... ვიღაც ქალბატონი იყო ვინც თავიდან ბოლომდე იღებდა ამ მომენტს.... რომ არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია, რომ არ გადაზრდილიყო სერიოზულ აგრესიაში, ჩვენი დაცვა შეეცადა.. განვაცალკევეთ ჩვენ ხომ არ ვიცოდით რა მოხდებოდა შემდგომ... პოლიციას ჩვენ შევატყობინეთ, ეს უკვე გახარიას ინციდენტის შემდეგ იყო. [ქორიძის ინციდენტი] როგორც მე ვიცი იყო უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება, შემდგომში მოხდა პოლიციის გამოძახება. სასტუმროს ტერიტორიაა, შემოსასვლელში იყო სისხლი სადაც სტუმრები მოძრაობენ, თუმცაღა სხვა ნებისმიერი ნივთმტკიცება რაც კი არსებობდა ყველაფერი იქნა ამოღებული. დაცვის უფროსი არავის წაუყვანია არის აბსოლუტური მცდარი ინფორმაცია. დაცვის უფროსი აქ იყო დილის 6:30 საათამდე. თვითონ არ გახლავთ ქართულენოვანი, ინტერვიუს ვერ მოგცემდათ," - განაცხადა მენეჯერმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)