2025-01-15 12:43:54, 255 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ამ ძალადობის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი
როგორც ჩანს, დაქირავებული ჯგუფებიც აღარ ემორჩილებიან და პირდაპირ პოლიტიკოსები გადადიან ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე - ამ ძალადობის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტია „გახარია საქართველოს“ ლიდერ გიორგი გახარიაზე და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის, ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს, რომ ისინი არიან სუსტი და ამით ძალის დემონსტრირებას ცდილობენ. ვაშაძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ყველა დამნაშავე პასუხისგებაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიეცემა. „ეს არის სისტემური ძალადობა. სრული სოლიდარობა ზვიად ქორიძეს და გიორგი გახარიას. ამ ძალადობის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემს შემთხვევაზე, მაგალითად, მე თავს დამესხა დაქირავებული, გაუგებარი ადამიანი ე.წ. ატვიორკით და ახლა უკვე, როგორც ჩანს, ეს ჯგუფებიც აღარ ემორჩილებიან და პირდაპირ პოლიტიკოსები გადადიან უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე. ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან სუსტები და ცდილობენ, ამით რამენაირად ძალა აჩვენონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სისტემურია დანაშაული და სისტემურია ძალადობა, რომელიც ხდება და ამას ერთიანი ძალებით უნდა დავუპირისპირდეთ. აქამდე თუ დაქირავებულ ადამიანებს უშვებდნენ ჩვენზე თავდასასხმელად, ახლა უკვე თვითონ პარლამენტარები და პოლიტიკოსები გადავიდნენ ამ ქმედებაზე. პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემა ყველა, ოღონდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, თორემ არაფერი გამოძიება ახლა არ ჩატარდება. ჩემზე თავდამსხმელი (რომელიც ეს არის მკვლელობის მცდელობის მუხლი), დაასაჩუქრეს მანქანით, არა თუ გამოიძიეს რამე,“ - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა. ავტორი: ექსპრესნიუსი, Sheraton Batumi - ყველა ჩანაწერი არსებობს, ამოღებული არ არის, ჩანაწერს ვინახავთ 1 თვის განმავლობაში
სალომე ზურაბიშვილი - გვერდით ვდგავარ ხალხთან რომელიც იფიცება
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - ვუერთდებით სახალხო პროტესტს
საქართველოში საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ბაიდენმა მთავარი ყურადღება ბოლო საგარეო-პოლიტიკურ სიტყვაში უკრაინას დაუთმო
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბრიკსში გაწევრიანების დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს - ექსკლუზივი
ომი უკრაინაშირუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა
უკრაინა პოკროვსკში ქვანახშირის მოპოვებას რუსული არმიის მოახლოების გამო აჩერებს
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
|