|
2025-01-15 11:41:05, 530 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის მერია ელექტროდამტენების მონტაჟზე აუქციონს აცხადებს
თბილისის მერია აუქციონს აცხადებს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელიც კიდევ 200-მდე ლოკაციაზე განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, შევეხო დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - სატრანსპორტო პოლიტიკას. იცით, რომ ამ მიმართულებით პირველივე დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული, დედაქალაქში გადაადგილება იყოს სწრაფი, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. გარდა ამისა, სრულად განვაახლეთ ავტობუსების პარკი, მიკროავტობუსები, მიმდინარეობს მეტროზე მუშაობა, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ვაგონების შესყიდვაზე, სრულად შევცვალეთ ძალოვანი კაბელები, ასევე, მოვაწესრიგეთ გამნიავებელი სისტემები და ახალი აგრეგატები იქნა დაყენებული. ვიწყებთ მეტროსადგურების განახლებასაც“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელექტრომობილების წახალისებას. „ვაცხადებთ აუქციონს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელზე მოთხოვნაც უფრო და უფრო მზარდია. აღნიშნული აუქციონის ფარგლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ელექტროდამტენი 200-მდე ლოკაციაზე დამონტაჟდება. აუქციონი გამოცხადდება სამ ლოტად. თითოეულ ლოტში თანაბრად გადანაწილდება დასამონტაჟებელი დამტენების რაოდენობა; თითოეული მათგანი უნდა იყოს სწრაფად დამტენი აპარატი; აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, აპარატები დაამონტაჟოს და ფუნქციონირება დაიწყოს არაუგვიანეს რვა თვის განმავლობაში; საიჯარო ვადა იქნება 10 წელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული აუციონის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ელექტრომობილების მომსახურება კიდევ უფრო გაუმარტივდება, მთლიანობაში კი პროცესი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისებას, რაც თავის მხრივ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებასა და ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. კახა კალაძემ მოუწოდა ბიზნესის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პირობებით და აუქციონში ჩაერთონ. მისივე თქმით, განაცხადების მიღება 20 კალენდარული დღის განმავლობაში იწარმოებს.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)