|
2025-01-14 15:52:44, 488 ნახვა
პოლიტიკა
EU ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას კენჭს თვის ბოლომდე უყრის
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2025 წლის იანვრის ბოლომდე უყრიან კენჭს ევროკომისიის ინიციატივას დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. „ჩვენ გამოვედით წინადადებით, რომ ნაწილობრივ შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რათა საქართველოში გაცემული დიპლომატიური სამსახურის პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები შემოვიღოთ“, - განაცხადა მარტა კოსმა 14 იანვარს და დასძინა: „ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ინიციატივას კენჭს იანვრის ბოლოსთვის უყრიან“. 2024 წლის 20 დეკემბერს, - ბრიუსელში ამ თემაზე დისკუსიების კვალდაკვალ, - ევროკომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ევროპულ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ. საქართველოს მთავრობის 2015 წელს მიღებული 176-ე დადგენილება სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ განმარტავს, რომ სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი ორი ტიპისაა:
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, შეზღუდვა ორივე კატეგორიის პასპორტებს ეხება. მთავრობის 176-ე დადგენილება განსაზღვრავს იმ პირთა სიას, რომლებზეც შეიძლება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა. დადგენილებაში წლების განმავლობაში არაერთი ცვლილებაა შეტანილი და ამჟამად იგი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა 41 კატეგორიას განსაზღვრავს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)